Sunday, March 15, 2015

მე-9 დღე

ინტელის ტრენინგმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა, რომელსაც ტრენერის  დამსახურებად ვთვლი, მომეწონა ხათუნას ტაქტიკა, უშუალობა.
მიღებული ინფორმაციიდან მე განსაკუთრებით მომეწონა googlechrome-ში მუშაობა, საინტერესო რჩევებია სახელმძღვანელოში, მათგან პრაქტიკაში გამოვიყენებ საჭირო მასალას. ძალიან კარგი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განახლებული ბლუმის ტაქსონომია,შევქმენით პროექტი.
ჩემი აზრით, მსგავსი ტრენინგების ჩატარება მისასალმებელია, რომ პედაგოგის მუშაობა გახდეს მრავალფეროვანი და, ყველაზე მთავარი, მოსწავლეთათვის საინტერესო.

Saturday, March 14, 2015

მე-8 დღე

ვიმუშავეთ გაზიარებულ ელ. ცხრილში;
ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ  სწავლებაზე, გარდნერის თეორიაზე;
შევიმუშავეთ აქტივობები სუსტი და მაღალი  აკადემიური  მოსწრების  მოსწავლეებისთვის;
აღნიშნული ინფორმაცია  შევიტანეთ გეგმაში;
გეგმის შაბლონი შევავსეთ  ბოლომდე,  შემდეგ  გავაკეთეთ  პროექტის პრეზენტაციის მონახაზი,  რომელსაც გავაკეთებთ  სახლში.  ასევე ვისაუბრეთ  პრეზენტაციის  მომზადების  ძირითად  წესებზე.

Thursday, March 12, 2015

მე-7 დღე

ვიმუშავეთ საპროექტო გეგმის შევსებაზე;
გავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი;
შევასწორეთ და გადავხედეთ სტანდარტებს და მიზნებს;
გავწერეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტის მოკლე აღწერა;
გავწერეთ საბაზისო უნარ-ჩვევები და სასწავლო პროექტის პროცედურები.

მე-6 დღე

გავეცანით მულტიმედიური პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალს;
გავაკეთეთ სლაიდ-შოუ;
ვისაუბრეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომზე. გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრისთვის ჩეკლისტი, დავათვალიერეთ სხვა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, შესაძლო ნამუშევრები შევიტანეთ საკუთარ საქაღალდეში, ვისწავლეთ pover pointze მუშაობა.

მე-5 დღე

ერთმანეთს გავუგზავნეთ ონლაინ ტესტები;
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები;
სახელმძღვანელოში ვნახეთ შეფასების 5 სტრატეგია;
ამოვარჩიეტ სასურველი მეთოდები/ინსტრუმენტები;
ვნახეთ სხსხ შეფასების ფორმები, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის და მოვახდინეთ ადაპტირება;
შევავსეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო.

Sunday, February 22, 2015

მე-3 დღე


შევქმენით პროექტის ბროშურა: ძალიან მომეწონა სურათების ჩასმა, ინფორმაციის გადანაწილება. გამოვიყენე ,,ცხელი კლავიშები". ვისწავლეთ როგორ მოვნახოთ ესგ-ში სტანდარტები და ინდიკატორები.

მე-4 დღე


1.ჩამოვწერეთ მიზნები;
2.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების პრეზენტაცია;
3ვნახეთ ნიმუშები, საიდანაც ამოვწერეთ სიტყვები, რომელთაც გამოვიყენებ ჩემს პროექტში;
4.გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების  ლექსიკონს, რომლებიც შევინახეთ კურსის რესურსებში;
5.შევადგინეთ, ჩვენი პროექტიდან გამომდინარე, მიმართულებების მიმცემი სიტყვები, ჩავწერეთ გუგლდოკუმენტებში, გავაზიარეთ და დავაკომენტარეთ;
6.ვისწავლეთ გუგლფორმებში კითხვარების/ტესტების შედგენა გაგზავნა.